ვებსაიტის შექმნის პროცესი

სამუშაო პროცესი
სამუშაო პროცესი

როგორ ვქმნით შენს ვებსაიტს

პირველი ზარიდან საიტის გაშვებამდე — ყველა ნაბიჯი წინასწარ ცნობილია. ქვემოთ ნახავ, როგორ მიმდინარეობს შეკვეთა და რას მიიღებ პროექტის ბოლოს.

მიმოხილვა

ვებსაიტის შეკვეთა მარტივია: დაგვიკავშირდები, ერთად განვსაზღვრავთ რა გჭირდება, შევთანხმდებით ფასსა და ვადებზე, დანარჩენს კი ჩვენ მივხედავთ. ყოველ ეტაპზე გიზიარებთ შედეგს და მხოლოდ შენი დასტურის შემდეგ გადავდივართ შემდეგზე.

01. დაგვიკავშირდი

დაგვირეკე ნომერზე 575 75 38 28 ან შეავსე საკონტაქტო ფორმა. მოკლედ მოგვიყევი შენი ბიზნესისა და იდეის შესახებ — დაგიკავშირდებით უმოკლეს დროში.

02. კონსულტაცია

ერთად განვიხილავთ შენს მიზნებს, აუდიტორიას, საჭირო გვერდებსა და ფუნქციონალს. გირჩევთ, რომელი პაკეტი მოერგება შენს ბიზნესს საუკეთესოდ.

03. შეთავაზება და შეთანხმება

გიგზავნით შეთავაზებას ზუსტი ფასით, ვადებითა და სამუშაოს ჩამონათვალით. თანხმობის შემდეგ გვაწვდი მასალებს — ლოგოს, ტექსტებს, ფოტოებს. თუ რამე არ გაქვს, მომზადებაში დაგეხმარებით.

04. სტრუქტურა და დიზაინი

ვგეგმავთ საიტის სტრუქტურას და ვქმნით დიზაინს შენი ბრენდის მიხედვით. გიზიარებთ წინასწარ ვერსიას, ვითვალისწინებთ შენს შენიშვნებს და ერთად ვამტკიცებთ საბოლოო ვარიანტს.

05. დამზადება და ტესტირება

ვაწყობთ ვებსაიტს, ვათავსებთ კონტენტს და ვამოწმებთ მუშაობას მობილურზე, ტაბლეტსა და კომპიუტერზე. ვახდენთ სისწრაფისა და SEO ოპტიმიზაციას.

06. გაშვება და მხარდაჭერა

საიტს ვაკავშირებთ დომენზე და ვუშვებთ ონლაინ. გაჩვენებთ, როგორ იმუშაო საიტთან, ხოლო გაშვების შემდეგაც გვერდით გიდგავართ — ვზრუნავთ განახლებებზე, უსაფრთხოებასა და გამართულ მუშაობაზე.

რას მიიღებ

პროექტის ბოლოს მიიღებ სრულად გამართულ, ონლაინ გაშვებულ ვებსაიტს. ზუსტი ჩამონათვალი დამოკიდებულია არჩეულ პაკეტზე — დეტალები იხილე ფასების გვერდზე.

  • ინდივიდუალური დიზაინი
  • ყველა მოწყობილობაზე მორგებული საიტი
  • დომენი + ჰოსტინგი
  • კონტენტის განთავსება
  • სოციალური ქსელებისა და Google Maps ინტეგრაცია
  • სისწრაფისა და SEO ოპტიმიზაცია
  • საიტის მართვის ინსტრუქცია
  • ტექნიკური მხარდაჭერა

რატომ NOVATECH?

ვმუშაობთ ისე, რომ შეკვეთის პროცესი შენთვის იყოს მარტივი, გასაგები და პროგნოზირებადი.

წინასწარ შეთანხმებული ფასი

ფასი და ვადები ცნობილია მუშაობის დაწყებამდე

გამჭვირვალე პროცესი

ყოველ ეტაპზე იცი, რა ხდება შენს პროექტზე

შენი დასტური ყოველ ეტაპზე

საიტი არ ეშვება შენი თანხმობის გარეშე

მხარდაჭერა გაშვების შემდეგ

გაშვებით ჩვენი თანამშრომლობა არ მთავრდება

მზად ხარ დასაწყებად?

მოგვწერე ან დაგვირეკე — პირველი ნაბიჯი მხოლოდ ერთი ზარია.

0%

გაუმჯობესებული პროექტი

0%

ახალი პროექტი

რას ამბობენ ჩვენი კლიენტები

რეალური ისტორიები ჩვენი კმაყოფილი კლიენტებისგან

გაიგე, როგორ მიაღწიეს შენნაირმა ბიზნესებმა ციფრულ განვითარებას NOVATECH-თან ერთად.

Testimonial ემა რიჩარდი
ემა რიჩარდი

დამფუძნებელი

“NOVATECH-მა სრულიად შეცვალა ჩვენი ონლაინ იმიჯი. ახალი ვებსაიტი სწრაფია, ლამაზი და მომხმარებლები ბევრად მარტივად გვიკავშირდებიან.”

Testimonial დავით მონტი
დავით მონტი

მარკეტინგის მენეჯერი

“ვმუშაობდით სხვა კომპანიებთანაც, მაგრამ NOVATECH გამოირჩევა. ყველაფერი ვადაში შესრულდა და შედეგი მოლოდინს გადააჭარბა.”

Testimonial სოფია ლუისი
სოფია ლუისი

ბიზნესის მფლობელი

“დიზაინიდან SEO-მდე ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთდა. საიტზე ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.”

Testimonial ჯეიმს პიტერსონი
ჯეიმს პიტერსონი

ოპერაციების დირექტორი

“ძალიან პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული გუნდი. ჩვენი ბრენდის ციფრული იმიჯი სრულიად ახალ დონეზე გადავიდა.”

Testimonial ნინო კაპანაძე
ნინო კაპანაძე

ონლაინ მაღაზიის მფლობელი

“ონლაინ მაღაზია ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც წარმოვიდგენდი. შეკვეთების მიღება ბევრად გამარტივდა.”

Testimonial გიორგი ბერიძე
გიორგი ბერიძე

კომპანიის დირექტორი

“სწრაფი კომუნიკაცია და გამართული შედეგი. ვებსაიტი ყველა მოწყობილობაზე იდეალურად მუშაობს.”

Testimonial ანა მელაძე
ანა მელაძე

ბრენდ მენეჯერი

“დიზაინი ზუსტად ჩვენს ბრენდს მოერგო. მომხმარებლებისგან მხოლოდ დადებით შეფასებებს ვიღებთ.”

Testimonial ლევან ჩხეიძე
ლევან ჩხეიძე

სტარტაპის დამფუძნებელი

“პროფესიონალური მიდგომა თავიდან ბოლომდე. ნამდვილად გირჩევთ, თუ ხარისხიანი ვებსაიტი გჭირდებათ.”

ხშირად დასმული კითხვები

გაქვს კითხვები? ჩვენ გვაქვს პასუხები.

ვქმნით ბიზნეს ვებსაიტებს, ონლაინ მაღაზიებს, ვამზადებთ UI/UX დიზაინს, ვახდენთ SEO ოპტიმიზაციას და ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ მხარდაჭერას.

ვადა დამოკიდებულია პროექტის მასშტაბზე. მარტივი ბიზნეს ვებსაიტი მზადდება რამდენიმე დღეში, უფრო კომპლექსური პროექტები კი რამდენიმე კვირას საჭიროებს.

ვებსაიტის დამზადება იწყება 150₾-დან (NOVATECH PLUS პაკეტი). ზუსტ ფასს განვსაზღვრავთ შენი საჭიროებებისა და პროექტის მოცულობის მიხედვით.

დიახ. ვთანამშრომლობთ როგორც დამწყებ ბიზნესებთან, ისე უკვე დამკვიდრებულ კომპანიებთან სხვადასხვა სფეროდან.

დიახ. ყველა ვებსაიტი მუშაობს ყველა მოწყობილობაზე — მობილურზე, ტაბლეტსა და კომპიუტერზე ერთნაირად გამართულად.

დიახ. პროექტის დასრულების შემდეგაც გვერდით გიდგავართ — ვზრუნავთ განახლებებზე, უსაფრთხოებასა და საიტის გამართულ მუშაობაზე.